რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა 

16 აპრილი 2024, 13:01 396 ნახვა

რუსეთის კურგანის ოლქში წყლით მთლიანად დაიფარა ასობით საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით,  მდინარე ტობოლის წყლის დონე სწრაფად იმატებს და მასშტაბური წყალდიდობის საფრთხეს ქმნის.   

სამინისტროს მონაცემებით, კურგანის ოლქში 300-ზე მეტი სახლი და 700-მდე საცხოვრებელი ფართი დაიტბორა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მდინარე ტობოლის წყლის დონემ შესაძლოა 11 მეტრს მიაღწიოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში