კავკასიის მედიცინის ცენტრიდან აქციაზე დაშავებული მოქალაქეები უკვე გაწერეს

17 აპრილი 2024, 11:16 387 ნახვა

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იყვნენ გადაყვანილი, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, ისინი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში, ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან. 

გუშინ, გამართულ აქციებზე ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები ბლაგვი საგნით, ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში