დავით დიასამიძე სამდივნოს უფროსად დაინიშნა

24 მარტი 2017, 00:00 3632 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ კარანაძის სამდივნოს უფროსად დავით დიასამიძე დაინიშნა. ის თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატი იყო, ''ირაკლი ღლონტი-რეფორმატორებიდან''. საკადრო ცვლილებას გამოხმაურება სოციალურ ქსელში მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ  დიასამიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დეიდაშვილია. დავით გაბაიძე  ამბობს, რომ მისი კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მერაბ კარანაძემ წარუდგინა, ის კვალიფიკაციის მიხედვით შეარჩიეს. 

ამავე კატეგორიაში