აქციაზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან

17 აპრილი 2024, 12:02 422 ნახვა

ხმაურიანი და დაძაბული იყო აქციის მეორე ღამე პარლამენტთან. დაპირისპირებისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები, სამართალდამცველები და ჟურნალისტები. პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ორი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 პირი დააკავა.

გუშინ დაკავებულების უმეტესობა ამ დროისთვის დიღმისა და ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან. მათი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულებს აღენიშნებათ ძალდობის კვალი. ისინი ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა მოინახულა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში