ბათუმში, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

17 აპრილი 2024, 21:48 540 ნახვა

ბათუმში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ აქციას შემოერთებოდნენ. ქუჩაში მსვლელობის შემდეგ, ევროპის მოედანზე დაბრუნდნენ, სადაც განცხადებები გააკეთეს.

ისინი აცხადებენ, რომ გამჭირვალობის კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ ინტერესებს აზიანებს და მათივე განცხადებით ეს კანონპროექტი მომავალში იქცევა ცენზორად.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში