რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დასავლეთ აფრიკაში, არის მსხვერპლი

18 აპრილი 2024, 08:50 347 ნახვა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  მალიში ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ექსპერტები საუბრობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს.

ასევე აღნიშნავენ, რომ ტემპერატურის მკვეთრად მატება გლობალური დათბობიდან გამომდინარე ხშირად დაფიქსირდება, ადამიანებს კი შეგუება მოუწევთ.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ქალაქ მალიში მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში