აქცია ბათუმში

18 აპრილი 2024, 10:44 420 ნახვა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს  ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა  ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ აქციას შემოერთებოდნენ. ქუჩაში მსვლელობის შემდეგ ევროპის მოედანზე დაბრუნდნენ, სადაც განცხადებები გააკეთეს.

მიაჩნიათ,  რომ გამჭირვალობის კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ ინტერესებს აზიანებს და სამომავლოდ კანონპროექტი  ცენზურის საშუალებად იქცევა.

კანონპროექტის განხილვის დაწყების შემდეგ ბათუმში მესამე დღეს ყველაზე ხალხმრავალი აქცია იყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში