ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია

18 აპრილი 2024, 14:06 405 ნახვა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში