„იარაღის შესახებ„ კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნა - საკონსტიტუციო სარჩელი

18 აპრილი 2024, 13:10 441 ნახვა

„გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ„ - საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე განმარტავს რომ სადავო და ბუნდოვანია,  „იარაღის შესახებ „ არსებული კანონი, რომლის თანახმადაც, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით  სამიდან ექვს წლამდე ვადით. 

მოსარჩელე  ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს სასამართლო ბრალდებულის საწინააღმდეგოდ  იყენებს,  ვინაიდან  საბრძოლო მასალის შეძენის უფლება  მხოლოდ კანონით განსაზღვრულ პირებს აქვთ.  გიორგი  ჭელიძე აცხადებს,  რომ სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს, რის გამოც საპყრობილეში  3 წელი და რამდენიმე თვე გაატარა,  ჭელიძე ირწმუნება რომ სამართლებრივი დავა უკანონო იყო   და  რის გამოც აუცილებელია კანონში ცვლილება.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში