პოლიციამ თბილისში სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - Amnesty International

18 აპრილი 2024, 13:54 402 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International 16 აპრილს გამართულ აქციას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ ძალადობრივად დაარბია დემონსტრაცია, გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სცემეს ჟურნალისტებს.

ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თქმით, თბილისში მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო „სასტიკი ანგარიშსწორების“ მოწმეები გახდნენ.

ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა." ნათქვამია განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში