პარკირების პრობლემა

24 მარტი 2017, 00:00 3480 ნახვა

ბათუმში რომ პარკირების პრობლემაა, ეს ახალი არავისთვისაა, თუმცა თემა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მოქალაქეებმა ჯარიმები გააპროტესტეს და პოლიციელებს მანქანები დაუწვეს. ვანდალიზმში გადაზრდილი აქციის თავიდან აცილება შეიძლებოდა - ამბობს, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, ეს იმ შემთხვევაში თუ საკრებულო პოლიციის უფროსთან შეხვედრას ერთი თვის წინ გამართავდა, რომელიც, თურმე დაგეგმილი იყო, თუმცა არ შედგა. კახაბერ ბუხრაძეს დეპუტატები საკრებულოში იბარებენ. ჟურნალისტების კითხვებს რომ არ პასუხობს ვიცით, ჯერ-ჯერობით უცნობია უპასუხებს თუ არა, თვის ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტი დეპუტატების შეკითხვებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში