საქართველოს ნაკრებს ტურნირის მოგებას ერთი ქულა აშორებს 

19 აპრილი 2024, 09:40 449 ნახვა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ლუქსემბურგთან გამართა და ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:1. სალომე ხუბულურის გუნდმა სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დიდი ანგარიშით, 7:4 მოუგო.

ბოლო ტურში, 21 აპრილს ქართველი გოგონები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ლუქსემბურგთან 0:2 წააგეს, ხოლო სან მარინოსთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ექვსი ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ესტონეთთან ქულის მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში