სასამართლო დავა დანგრეულ მემკვიდრეობაზე

24 მარტი 2017, 00:00 2635 ნახვა

ვაჟა ფშაველას 13-ში არსებული ძეგლის უკანონოდ დანგრევიდან 2 წელი გავიდა, თუმცა ვინ იყო დამნაშავე ამ დრომდე დაუდგენელია. გამოძიება სავარაუდოდ გრძელდება, ამის პარალელურად კი აჭარის განათლების სამინისტროს წინააღმდეგ ბათუმისა და თბილისის სასამართლოებში სარჩელები შევიდა. შენობის დანგრევამდე იქ მცხოვრები მოქალაქეები ძეგლის სტატუსის მოხსნას, სამოქალაქო საზოგადოება ძეგლის აღდგენას, მშენებელი კომპანია “სლავა 2015” კი იმ აქტის ბათილობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც 2 წლის წინ მას მშენებლობის ნებართვა არ მისცეს. როდის იპოვიან დაინტერესებული პირები სიმართლეს უცნობია. ფაქტია ის რომ, ვაჟა ფშაველას 13-ში ახლის აშენებით, ქალაქს ძეგლის ღირებულების მქონე შენობა ვერ შეემატება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში