დაუსრულებელი სამუშაოები

24 მარტი 2017, 00:00 2585 ნახვა

იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა და კომერციული ობიექტების მეპატრონეები ქუჩის რეაბილიტაციის დროულ დასრულებას ითხოვენ. სანამ მერია ქუჩას მოაასფალტებს, საჭიროა აბონენტების საკანალიზაციო სისტემაზე დაერთება, რისთვისაც “ბათუმის წყალმა” კონტრაქტორი კომპანიისგან სამუშაოების დასრულების შესახებ დოკუმენტაცია ოფიციალურად უნდა მიიღოს. როგორც გაირკვა დოკუმენტები ერთი თვის წინ ჩაბარდა ქალაქის მერიას, თუმცა “ბათუმის წყალში” ჯერ კიდევ არ გადაუგზავნიათ. მოკლედ, უცნობია როდის დაიწყება ასფალტის დაგება, რადგან ჯერ მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურაა დასასრულებელი.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში