დეკანოზის საქმე

24 მარტი 2017, 00:00 2568 ნახვა

როდის გაიმართება ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ჯერ უცნობია, რადგან პროკურატურა სხდომის გადადებას ითხოვს. უწყებამ შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე პროკურატურის სურვილის გაითვალისწინებს, შესაძლოა 5 აპრილამდე დაანონსებული სხდომა, 5 მაისამდე გადაიდოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი სასულიერო პირი, მათ შორის პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც სამსახური დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა, დღეს კი დაბრუნდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში