სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეების პროტესტი

19 აპრილი 2024, 18:30 477 ნახვა

სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეებმა აქცია გამართეს. თავდაპირველად მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ხორციელდება. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციაზე ერთი პირი დააკავეს, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. აქციაზე სამეგრელოს მოსახლეობაც იმყოფებოდა. „მთავარი“ დაინტერესდა, რატომ ითხოვდნენ ისინი პრობლემების მოგვარებას სამეგრელოს ნაცვლად, აჭარის მთავრობისგან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში