აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს

20 აპრილი 2024, 12:32 391 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, დღეს, უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და სხვა მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების კანონპროექტს განიხილავს.

წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც მხარი პალატის 316 წევრმა დაუჭირა 94-ის წინააღმდეგ.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, დახმარების პაკეტი უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.

„ჩვენ ოქტომბრის შემდეგ მკაფიოდ ვამბობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარების მიღება უკრაინელი მამაცი ხალხისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავისუფლებისთვის. რაც მთავარია, ისინი კარგავენ პოზიციებს კონგრესის უმოქმედობის გამო. ჩვენ მადლიერი ვართ ვართ, რომ ვხედავთ წარმომადგენელთა პალატის წინსვლას. გვინდა, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ეს დაამტკიცოს, პრეზიდენტი მაშინვე მოაწერს ხელს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივნმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში