მსვლელობა კანონპროექტის წინააღმდეგ ბათუმში

21 აპრილი 2024, 10:18 411 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია ბათუმში. ევროპის მოედანზე შეკრებილმა სტუდენტებმა საპროტესტო მარში მოაწყვეს და მსველობებით ბათუმის ქუჩები შემოიარეს. ისინი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ. ისმოდა შეძახილები “არა რუსულ კანონს“. კანონპროექტის კრიტიკა სიტყვით გამოსვლების დროსაც გაგრძელდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მისი დამტკიცება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს შეუქმნის.

სტუდენტები აქციების გაგრძელებას ისევ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვების შეწყვეტა და უკან გაწვევა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში