61 მილიარდიანი დახმარება უკრაინას 

21 აპრილი 2024, 18:08 448 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას დაუჭირა მხარი. 311 მომხრე და 112 წინააღმდეგი, კანონპროექტი პრეზიდენტთან გადასაგზავნად მზად არის. გადაწყვეტილებას დარბაზში კონგრესმენების აპლოდისმენტები მოჰყვა.

დარბაზშივე ფრიალებდა უკრაინის დროშები, რასაც მოწინააღმდეგეების პროტესტი მოჰყვა.

კანონპროექტის დამტკიცებას ევროპელი ლიდერების დადებითი შეფასებები მოჰყვა.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გამოეხმაურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი მოქმედებები გაზარდოს, ვიდრე უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს.

სამხედრო ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზ მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს, ახლო მომავალშიც ნაკლებად სავარაუდოა რომ ფრონტის ხაზის გარღვევა სცადონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში