პროტესტი გრძელდება

21 აპრილი 2024, 20:01 382 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც იმართება. უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქი ახალგაზრდული დემონსტრაციის ეპიცენტრია.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ჯერ პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით გადაადგილდებიან და ასე ცდილობენ მიაწვდინონ ხელისუფლებას ხმა.

აქციის მონაწილეებმა მარში გუშინაც მოაწყვეს. პრეზიდენტს ათონელის სასახლეში მიაკითხეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც ისევ რუსთაველზე დაბრუნდნენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში