კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება

22 აპრილი 2024, 10:00 360 ნახვა

''ქართული ოცნების'' მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია კი დღესაც გაიმართება. თუმცა დრო დაზუსტებული არ არის. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. გუშინ კი გვიან ღამით დასრულდა აქცია დედაქალაქში. 

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. შეზღუდული იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობაც, აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით  უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ, სადაც ხმაური იყო და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში