ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა

24 მაისი 2016, 00:00 2859 ნახვა

საქართველოს საკითხი დღეს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში პირველ ივლისს შევა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ”1 ივლისიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპს უკვე ოფიციალურად და სრულმასშტაბიანად დაიწყებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის“ _აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში