„პიროვნული განვითარების პროგრამის“ საკოორდინაციო შეხვედრა  

22 აპრილი 2024, 13:32 551 ნახვა

აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის“  იწყება. საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პროექტი „პიროვნული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის  მიზანიც  ქალთა ჩართულობის გაზრდა და  მცირე ბიზნესის დაწყებასა და დასაქმებაში ხელშეწყობაა. 

პროგრამა სამთვიან ტრენინგებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს. სულ შეირჩევა 25 მონაწილე.  ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც პროგრამის ქოუჩები, ასევე სხვადასხვა კომპანიებიდან და  ორგანიზაციებიდან მოწვეული  მოხალისეები.

პროგრამა საქართველოს  6 ქალაქში ხორციელდება. ბათუმსა და თბილისში  ტრენინგებში მონაწილეობას  საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი უკრაინელებიც მიიღებენ. პროგრამის განხორციელებას   ორგანიზაცია  „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი  თანადგომა“  უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში