ცოტნე დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

22 აპრილი 2024, 18:16 467 ნახვა

ცოტნე დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება ტბეთისა და გრიშაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.სამუშაოები ასევე ითვალისწინებს გარეგანათების სისტემის განახლებას.პროექტის ღირებულება 1 მილიონ 132 ათას ლარია. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესთან ერთად დაათვალიერა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში