ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო - ჯოზეფ ბორელი

22 აპრილი 2024, 21:07 329 ნახვა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

მისივე თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო“.

„ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ზეპირი ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში