პალესტინის სოლიდარობის აქციებმა აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტი მოიცვა

23 აპრილი 2024, 09:04 409 ნახვა

პოლიციის ოფიცრები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტებს დაუპირისპირდნენ  მას შემდეგ, რაც ასობით დემონსტრანტი საათობით არ ემორჩილებოდა  უნივერსიტეტის გაფრთხილებებს, რომ მათ შეექმნათ პრობლემები, თუ ისინი არ დატოვებდნენ მოედანს, სადაც ისინი შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავისვენებთ. გამოაქვეყნეთ. გაათავისუფლეთ". ნიუ-იორკის პოლიციის სპიკერის განცხადებით, დაკავებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა პოლიციას სთხოვა აღკვეთოს   დარღვევები, მაგრამ დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

შეტაკებების შედეგად  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ითხოვენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში