აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ვიზიტი კიევში

23 აპრილი 2024, 09:12 408 ნახვა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის  დელეგაცია ეწვია კიევს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას 95 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ. კანონპროექტი  ახლა  დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატში გადაიგზავნა, რომელმაც ანალოგიური დოკუმენტი ორ თვეზე მეტი ხნის წინ მიიღო. სენატი დღეიდან აპირებს  პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას. 

საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებენ, შემდეg კი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს წარუდგენენ.

კანონპროექტები ითვალისწინებს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში