ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა

23 აპრილი 2024, 10:15 376 ნახვა

საქართველო პირველად ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეას მასპინძლობს. კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ანსამბლეაზე იმსჯელეს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე.

ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ, იმერეთში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

კონფერენციის დასრულების შემდეგ დელეგატებმა წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში