“ომის ღმერთი” - პრემიერა ახალ სცენაზე

25 მარტი 2017, 00:00 3139 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის დასი პრემიერისთვის ემზადება. ''ომის ღმერთი'' - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა ახალ სცენაზე დადგა. ტრაგი - კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიანი წარმოდგენა ურთიერთობების პრობლემებზე მოგვითხრობს. სპექტაკლში 4 მსახიობი _ ზურაბ ქავთარაძე, ლია აბულაძე, მაია ცეცხლაძე და ტიტე კომახიძე მონაწილეობს. ფრანგი დრამატურგის იასმინა რეზას ნაწარმოების ''ომის ღმერთის'' მიხედვით, პიესის ქართული ვარიანტი თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის. პრემიერა ახალ სცენაზე დღეს და ხვალ, 19 საათზე გაიმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში