პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

24 აპრილი 2024, 17:18 609 ნახვა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე ახალგაზრდა 2 თვის განმავლობაში, პროექტში „დევნილი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება“  მიიღებენ მონაწილეობას.

მონაწილეები ძირითადად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან. მათ შესაძლებლობა აქვთ პროექტის განმავლობაში განავითარონ სამეწარმეო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით, ასევე შეიძინონ კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში.

პროექტის ავტორი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში