უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 114 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

26 აპრილი 2024, 10:12 390 ნახვა

რუსული ძალების სამიზნე გახდა დონეცკის ოლქში მდებარე უდაჩნოეს დასახლება. სარაკეტო დარტყმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ქალაქ ბალაკლეაზეც, სადაც რუსებმა რკინიგზის სადგურს დაარტყეს, დაშავდა 10-მდე ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაშ ფრონტზე 114 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე განცხადებით,  რუსები ახორციელებენ ზეწოლას ფრონტის ყველა მიმართულებით, განახორციელეს 4 სარაკეტო და 75 საჰაერო დარტყმა, 66-ჯერ დაარტყეს უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს.

პარალელურადს, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დაარტყეს 2 საკონტროლო პუნქტს, სადაც მოწინააღმდეგის პერსონალი არის კონცენტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში