აშშ-მა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებითი ნავმისადგომის მშენებლობა დაიწყო 

26 აპრილი 2024, 09:30 360 ნახვა

აშშ-ის სამხედროებმა დროებითი ნავმისადგომის მშენებლობა დაიწყეს, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა გაავრცელა.

პატრიკ რაიდერის თქმით, სამხედრო გემებმა უკვე დაიწყეს მშენებლობის პროცესი.

ცნობისთვის, მარტში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღაზის სანაპიროზე პორტის აშენების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც ანკლავში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში