ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

26 აპრილი 2024, 21:15 577 ნახვა

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოვიდა.

81კგ. წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი უმარ ჯალო, სერბი ისლამ სოგენოვი და უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა, რომელსაც 44 წამში იპონით აჯობა და ოქროს მედალი ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ტატო კარიერაში უკვე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში