აშშ-ს უპრეცედენტო დახმარება უკრაინას

27 აპრილი 2024, 09:44 337 ნახვა

აშშ უკრაინას კიდევ 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, დახმარება უკრაინას ამერიკელი მწარმოებლებისთვის იარაღის შეკვეთის ფარგლებში გადაეცემა.

ლოსტინი აღნიშნავს, რომ პაკეტი მოიცავს „პატრიოტისა“ და „ნასამსის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკული კომპონენტების შეძენას, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო უფრო მეტ სისტემას.

თავდაცვის მდივანმა აქვე განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან უკრაინის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში