საპროტესტო აქცია უცხოურ მედიაში

29 აპრილი 2024, 09:29 439 ნახვა

ათასობით ქართველმა თბილისში გამართა საპროტესტო აქცია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ოპოზიციის და დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, ავტორიტარული და რუსეთის მიერ შთაგონებულია. ასე ეხმაურება  თბილისის  მრავალათასიან აქციას სააგენტო  როიტერსი. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენა სამშაბათს გაიმართება - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ორგანიზაციები, რომლებიც   20%-ზე მეტ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან ღებულობენ, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც   „უცხოური აგენტები“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან - განმარტავს კანონპროექტის არსს როიტერსი.

ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნებმა გააფრთხილეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომ კანონპროექტმა შესაძლოა შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიანიჭა - წერს როიტერსი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში