თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართება

30 აპრილი 2024, 11:21 419 ნახვა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ დღეს - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. 

მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება იმართება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მონაწილეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში