ქართველების ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში

30 აპრილი 2024, 14:48 428 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის "ლიონმა" ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის "პო" მიიღო და 38:20 დაამარცხა. ნინიაშვილმა, სრულად ითამაშა და 31-ე წუთზე ლელო გაიტანა. თავიდან ბოლომდე ითამაშა გორგაძემაც, რომელმაც 69-ე წუთზე ასევე მოახერხა ლელოს გატანა. ნინიაშვილს საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 ლელო დაუგროვდა. პოსთან მატჩში ის საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად მოხვდა. "ლიონი" 47 ქულით ახლა მე-11 ადგილზეა, "პოს" კი 50 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში