ედინბურგის ჰერცოგინია სოფი უკრაინაში ჩავიდა

30 აპრილი 2024, 14:46 383 ნახვა

ედინბურგის ჰერცოგინია სოფი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. იგი შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პირველ ლედის. ეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ. განცხადებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. სოფიმ პატივი მიაგო კიევის მახლობლად, ქალაქ ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ქვეყანაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში