პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა - სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

30 აპრილი 2024, 23:21 379 ნახვა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია.

ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.

პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე ჩაიყვანოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში