რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

01 მაისი 2024, 01:23 367 ნახვა

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზიც კიდევ ერთხელ გაუშვეს.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში