ხულოში, სოფელ მანიაკეთში ხანძარია

01 მაისი 2024, 11:48 514 ნახვა

ხულოში, სოფელ მანიაკეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

არსებული ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ცეცხლის გაჩენის დროს ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ.

ხანძრის შედეგად, საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადები ადგილზე დროულად მივიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ სოფელი საკმაოდ შორს არის ხის ნაგებობის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დასახლებაში არ არის სახანძრო ავზიც.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ოჯახის დროებით  ქირით გაყვანას ხულოს მერია უზრუნველყოფს. კომისიური შესწავლის შედეგად კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდება ოჯახის კომპენსირება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

 

 

 
ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში