დაშავებულები და დაკავებულები - საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

01 მაისი 2024, 10:01 390 ნახვა

გუშინ  საღამოს რუსთაველის გამზირზე   მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის  საწინააღმდეგო აქცია 19  საათზე დაიწყო. მოვლენები კი 1 მაისის ღამეს ასე განვითარდა.    აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანონპროექტის მეორე მოსმენით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდა. 

მას შემდეგ, რაც შსს-მ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი, რის გამოც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.  აქციის მონაწილეებს ჩიტაძის ქუჩის დატოვება მოუხდათ, თუმცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს რუსთაველის გამზირის მიმართულებითაც, რის გამოც მათ აღნიშნული  ტერიტორიაც დატოვეს . დაშავდნენ როგორც  დემონსტრანტები და  პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები.  მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ვრცელდება  კადრები, რომლებშიც   ნიღბიანი ადამიანი,   დემონსტრანტებს სახეში   ურტყამს  ხელს.  იყო ფიზიკური დაპირისპირებები. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების  წინააღმდეგ  რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

პერიოდულად  იძაბებოდა ვითარება დემონსტრატებსა და პოლიციას შორის, ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას  მაინც არ აპირებდნენ.

ოთხი საათის შემდეგ გაიყვანეს აქციის ადგილიდან წყლის ჭავლის მანქანები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში