ევროპელი პოლიტიკოსების გამოხმაურება

01 მაისი 2024, 14:09 385 ნახვა

საქართველო  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, -  ეს არის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში,   ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის  სათქმელი ხელისუფლებისადმი.

ჯოზეფ ბორელი წერს, რომ  გმობს ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ კანონპროექტის  წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ.

ეს არ არის მხოლოდ პრორუსული „უცხოელი აგენტების“ კანონის პროტესტი. ეს არის ხალხის ხმა და ნება, იხილონ თავიანთი ქვეყანა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული და არა რუსეთის - ასე ეხმაურება იქსის პლატფორმაზე ლინას ლინკევიჩიუსი - ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში