აქციას “დედამიწის საათი” ბათუმიც შეუერთდა

26 მარტი 2017, 00:00 1941 ნახვა

გარემოსდაცვით აქციაში სახელწოდებით- ,,დედამიწის საათი“-ბათუმიც ჩაერთო.  გუშინ 20 საათსა და 30 წუთზე 1 საათით ქალაქის მასშტაბით რამდენიმე შენობაში განათება ჩაქრა, მათ შორის ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის შენობებიც. ყოველი წლის 28 მარტს მსოფლიოს მასშტაბით  მოსახლეობის  გარკვეული ნაწილი ელექტროენერგიის გამოყენებაზე  უარს  ამბობს, საქართველო აქციას 2008 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მიზანია გარემოსდაცვით პრობლემებზე მეტი ყურადღება გამახვილდეს. 

ამავე კატეგორიაში