პარლამენტის ეზოდან, აქციის მონაწილეების მისამართით, რომლებიც ჭიშკარზე ასვლას ცდილობდნენ წყლის ჭავლი გაუშვეს

01 მაისი 2024, 22:22 391 ნახვა

პარლამენტის შიდა ეზოდან, 9 აპრილის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით, რომლებიც ჭიშკარზე ასვლას ცდილობდნენ, წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. 

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, შსს-მ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში