აქცია გრძელდება ბათუმში - მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტს დედაქალაქში შეუერთდებიან

01 მაისი 2024, 22:55 729 ნახვა

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება ბათუმში. აქციის მონაწილეებმა, კვლავ, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებენ, გაემგზავრებიან დედაქალაქში და თანატოლების გვერდით დადგებიან. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწტვიტოს დაპირისპირება მოქალაქეებთან.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა სტარტი აიღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. შემდეგ, წავიდნენ მსვლელობით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, სადაც ფიცი დადეს, რომ დაიცავენ "მამულს, ენას, სარწმუნოებასა და ერთობას".

გადაინაცვლეს გმირთა მემორიელთან და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ამის შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, საიდანაც მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნისკენ და ბათუმის ქუჩებში, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ბსუ-თან, სადაც, ამ წუთებში, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სიტყვით გამოდიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში