საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აფიქსირებენ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები, მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს - ბრიტანეთის საელჩო

02 მაისი 2024, 13:01 347 ნახვა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საელჩოს განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს.

„ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იქნას. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში