ჰამასის მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ-ავივში ავტომაგისტრალი გადაკეტეს

02 მაისი 2024, 13:52 378 ნახვა

თელ-ავივში  დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს. 

„ან რაფაჰი, ან მძევლები - აირჩიე სიცოცხლე“ - ამ წარწერიანი ბანერით საპროტესტო მსვლელობას წინ  „ჰამასის“მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრები უძღვებოდნენ.

„რაფაჰში შესვლა მძევლების სიცოცხლის დათმობას ნიშნავს - აცხადებენ ისინი და მთავრობას შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ, რომელსაც მძევლების გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში