“საქართველო გზაჯვარედინზეა” - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება

02 მაისი 2024, 14:18 422 ნახვა

‘’საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს’’ - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე  მოვლენებს.  ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს  მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ და საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილები უნდა გაითვალისწინოს.

‘’ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში’’ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების  დაწყების საკითხი.

‘’მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყონებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ’’ - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში