დიდი ხუთშაბათის მსახურება იერუსალიმში

02 მაისი 2024, 17:26 406 ნახვა

ვნების კვირაში დიდი ხუთშაბათი გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით სწორედ დიდ ხუთშაბათს აზიარა მაცხოვარმა 12 მოწაფე და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დიდ ხუშაბათს უკავშირდება რამდენიმე ეპიზოდი მაცხოვრის ცხოვრებიდან. ასეთი არის ასევე ფეხთბანვის რიტუალი.

სახარების მიხედვით იესო ქრისტემ ნიშნად სიმდაბლისა და სიყვარულისა 12 ვე მოწაფეს ფეხი დაბანა. ტრადიციულად ეს რიტუალი შეასრულდა დღეს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ აღდგომის ტაძრის ეზოში.

წინა წლებთან შედარებით უსაფრთხოებიდან გამომდინარე წელს შედარებით ნაკლები იქნება მომლოცველთა რაოდენობა. მიუხედავად შეზღუდვებისა, ქართველმა მრევლმა, მხოლოდ ნაწილმა წელს წმინდა მიწაზე მოხვედრა შეძლო. სახარების თანახმად დიდი ხუთშაბათი ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო საღამოა.

დღეს აღდგომის ტაძარში სხვა ტაძრების მსგავსად 12 ვნების სახარება იკითხება. იკითხება ის ეპიზოდები, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე ვნებებს ასახავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში